კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ის წერილებს და სურათებს წვავდა,

მდინარე ვერეს ახრჩობდა ნისლი.

სიმარტოვის და ცრემლების გარდა

არავინ იყო გამგები მისი.

წვავდა ყალბ სიტყვებს, ღიმილს და სიცილს,

რომელსაც ერთ დროს ის გულით ენდო.

ეყარა ფერფლი გატეხილ ფიცის

და მისი სულიც ცეცხლივით ენთო.

ელანდებოდა ის ვარდის ფერიც,

დღეები სავსე იმედით, რწმენით.

ალბობდა ცრემლით და წვავდა მერე

საყვარელ სურათს და ძვირფას წერილს.

აქრობდა ცრემლი ანთებულ ასანთს,

აქრობდა ცრემლი და მაინც წვავდა

მას, რაც უღირდა სიცოცხლის ფასად,

რაც გაგიჟებით სჯეროდა, სწამდა.

გულამღვრეული ოხრავდა ვერე,

გულგატეხილი ტიროდა ქალი...

ჭაღარა ფოთლებს და ყვითელ ფერებს

მიაცილებდა ნოემბრის ქარი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

მსგავსი თემები