ცაზე იარე, მთვარეო, მზეო, აბძანდი-დაბძანდი!.. მთებო, იშიშვლეთ გულ-მკერდი, ხან მოიხვიეთ ნაბადი... დაალბე მკერდი მიწისა; გაუცინოდი, ლამაზო, ახარე გული ბიჭისა! დრო ჩვენ არ გვიცდის, მიდისა, დავიხოცებით, ტყვენი ვართ ჩვენ მეუფისა დიდისა. ზღუდე არა სჩანს ხიდისა. ტიალი წუთისოფელი მიდის, მიდის და მიდისა; უსაზღვრო ზღვისა კიდისა!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |