„სიყვარულო, ძალსა შენსა...“ მეც ასი წლის შემდეგ ვამბობ. მოგონება ცრემლებს შესვამს და გაყინულ დღეებს ალბობს. შენი მადლი უნდა ისევ, კვლავ დაადგამ უღელს იქნებ ჩემს დაღლილ და ბებერ კისერს. იმ გულს ფერფლად შემაყარე, ოღონდ ერთხელ, ერთხელ კიდევ, კიდევ ვინმე შემაყვარე. დარდი ლექსად მათქმევინე, უძილო და თეთრი ღამე უღელივით მათრევინე. ის სიზმრები უნდა ვნახო. სანამ საფლავს გამითხრიდნენ, მის თვალებში დავიმარხო. შარბათის წილ შხამი მასვი. გულმა ახლა უფრო იცის ნაღდი სიყვარულის ფასი. კედელს ცერცვად შემაყარე, ოღონდ კიდევ შემახვედრე, ოღონდ ისევ შემაყვარე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |