მე შევაცურე ტალღებში ნავი ვარსკვლავიანი ბრწყინავდა ზეცა აზიდულ მკერდზე ხორბლის ნაწნავი გულს აჟღერებდა ახლა ორკეცად.
გულში ჩაგეჭრა ოცნება დიდი და ცუგრუმელა პატარა გოგო სახელმოხვეწილ მფრინავთან მიდი.
და აგისრულდა ნაოცნებარი, და შენი გული როგორ გრძნობს ლხენას სამშობლოსათვის ტრფობით მგზნებარი.
შენ გიბრწყინავდა ლამაზი თვალი, მეც გადმომედო, მეც გადმომეცა იმედით სავსე გულის ფართქალი. |