ეს დღეც მთავრდება. დამთავრდა. მიდის... და როგორც ჭურჭლის ფსკერზე ნალექი, (შენი ხელივით თბილი და მშვიდი), ჩემს სულში წვება მზის ანარეკლი.
ზღაპრულ კოშკივით ნათდება უცებ. დღე კი მთავრდება. დამთავრდა. მიდის... ეს დღეც სისხლივით შეაშრა ფურცელს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |