წუხელ დავწერე ლექსი, პატარა, ბუწუწა, როგორც ბაბუაწვერა; ისე დაცალა გული - მათარა... ნეტავი, სულაც არ დამეწერა.
იჩარირამა ქუჩის ჩინართან... არც შემიძულა, არც შემიყვარა და მერე... ჩუმად გაუჩინარდა.
ვის ჩაებარტყა ბუდე-უბეში... ხომ არ გინახავთ ლექსი - ტანტალა - სულის ცრემლი და გულის ნუგეში?.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |