როცა დაქროდა ლურჯი ზეფირი და ათასფერად ყვაოდა ზეცა, მაშინ ვიხილე სატრფოს მზე-პირი, ბუნებამ ლხენა გამიასკეცა.
ვნებიან თვალით დამითრო გული და ვითა სფინქსმა სიტყვა არ მითხრა, სიტყვა არ მითხრა ცეცხლით ვნებული.
დილის ნისლივით გაქრა დღეები, გრძნობა დამეწვა გეენის ალით, სულში გავზარდე შავი ტყეები.
შავ უკუნეთში მარტო დამტოვა. ვეღარ ვიხილე იგი შვენება, სიცოცხლის ველზე ობლად დამტოვა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |