კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჩემი სალამი ტაკიმასხარებს

და ოინბაზებს სასახლის, ქუჩის,

კარგს ცუდისაგან რომ ვერ ანსხვავებს,

სიკეთის ქმნა და დანახვა უჭირს.

ჩემი სალამი ქურდებს, ბაცაცებს,

ჭაჭის არაყით გაჟღენთილ ლოთებს,

სამამაძაღლოდ თვალს რომ აცეცებს,

საჭირისუფლოდ გიწვევს და გოდებს.

სალამი ყველას, მტყვანსა და მართალს,

უარაფროს და მორწმუნეს ღმერთის,

ვინც რომ ყოველდღე კონცერტებს მართავს

და დედამიწის ლტოლვილი ეთქმის.

მრუშსა და მეძავს გაყიდულს ვერცხლად,

სასომიხდილს და დაბოღმილს ბედით,

ვისაც სიცოცხლე წამებად ექცა,

ვისაც არ უდგას იმედი გვერდით.

სასოწარკვეთით და თავის დაკვრით

მოგესალმებით და მომწონს რომ ხართ!

რადგან ცხოვრება სავსეა ნაკლით,

ტკივილებისგან ჩემსავით ოხრავთ...

მე ვცხოვრობ თქვენში და თქვენთან ერთად

ვსუნთქავ იმ ჰაერს, ჰაერს რომ არ გავს,

რომ ასდის ბოლი ცეცხლწაკიდებულ,

ერთად დაგროვილ შმორსა და ნაგავს.

მე ვარ ნაწილი ქართული მიწის,

ნაწილი სისხლის, ნაწილი ხორცის,

მე ვარ ნაწილი თავდავიწყების,

იუდას ზოგჯერ შუბლზე რომ კოცნის.

მე ვარ, რაც შენ ხარ, რაც თქვენ ბრძანდებით,

ჩვენ ყველას გვიცავს დედის მანდილი,

ჩვენ ყველას ერთად სამშობლო გვქვია -

გული მკერდიდან ამოვარდნილი.

ჩემი სალამი მრუდსა და მართალს,

უპირველესად, სიკეთის მთესველს...

მარადიულად ვინც რწმენით გვმართავს

და სიყვარულზე გვთავაზობს ლექსებს!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები