წყურგილესავით დაიწყო დღე და თმებს ივარცხნიან უკვე წნორები. ჩამოიბერტყა კალთიდან დედამ წიწილები და წყევლა ქორების... ხატთან თენდება მამის სურათი. მანჭკვალა სოკოს არჩევს ჭინჭრაქა, თრია ერთობა წიწიბურათი. გახარიების გორად ხმობილი. რკოს ეხვეწება რწყილი მუნჯ მუხას, დასახსნელი ჰყავს ბაწრით ძმობილი. სტუმარს მასპინძლად მხვდება სკოლაში. მიაქვს ხობისწაყალს სველი ჭალები და ჭეჭეთობის სველი კოლაჟი. წაიჩოქა და ქვაბს ცქვიფა დრუნჩი. ქოჩორა ყანა ააჩოჩქოლა ქარმა და კვრინჩხზე კვარჩხალებს კრუნჩხვით. დაფნას ხე ჩრდილავს ვარჯბნილ ქაფურის ! დომე დალაქი მიბრუნებს ხურდას და მღვდელი მიბღვერს-წვერგაქაფული... ზედ ერჭობიან მერცხლად ბიჭები! და ადასტურებს ამ აგვისტობას ალადასტური ნაკაჭიჭევი. ნოვას უწვდინა ჭანგი-კავები. დაჯანსულობენ ტაბაკს მდადესას ცირდავები და ჩალიგავები. მწვანე წვიმაში წვიმს მუწამული. შიქსაზე ნისლი აოხშივარდა... წახდა ვენახი-ძლივს შეწამლული! შესაწამლია ზვარი ხელახლა. აღარ ეღირსა ცხენს უნაგირი, საპალნე კურტანს შემოელახა. ნიშნები-შარშან წლევანდელები. ნაჯარალს ჯარზე ეკითხებიან შეღვინებული წვევამდელები. არის ნაქარალ კაკლის ტკვერაში! მურზას ურემზე ძველი "პობედა" გამოსირენდა ვოლგის ცქერაში! შიბაქითაც რომ შესვა, ბიძინამ... ასე თოვლწყალად წვიმდა წვიმაში, მამამ მამაში რომ მიიძინა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |