მზეო, რომელიც იღვიძებ კვირტში, ცოცხლდები რტოზე, მწიფდები ხილში, ვინც აღორძინებ მიწაში ხორბალს და ატრიალებ სიცოცხლის ბორბალს. ვინც ზღვის წიაღში მრავლდები თევზად, ფრინველად ცაში, მიწაზე ფესვად, - არ მიატოვო პატარა მიწა, შენა ხარ მისი ერთგული ძიძა; შენ შეინახე მოდგმა კაცისა, მფარველად ექმენ და ნუ გასწირავ, შენ გაუკაფე ბილიკი ცაში, შენ ჩაუდექი ნათელად თვალში, შემოატარე ვარსკვლავთა რიგი, და აღამაღლე შენამდე იგი! |