ვერა ხედავთ ჩვენს მუსტაფას, რა მარდია, რა მხნედ არი! ქალაქისკენ გასასყიდად მიჰყავს თავის სახედარი. და იმისი შვილიშვილი. გზად სოფლები ხვდებათ ბევრი და მინდორი გადაშლილი. აყაყანდა ხალხი ხელად: „შეხეთ, ფეხით ჩანჩალებენ, ვირი მიდის ცარიელად!“ და როდესაც მიწყდა ხალხი, - ორივენი ვირზე შესხდნენ, წინ - მუსტაფა, უკან - ბალღი. ახრიალდა დიდ-პატარა: „ერთ საბრალო ვირუკაზე ორი ვირი შემომჯდარა!“ ამ ხმაურზე, ამ ყვირილზე, შვილიშვილი ძირს ჩამოსვა, თვითონ მარტო დარჩა ვირზე. ხარხარებს და აჭყეტს თვალებს: „პაპა ვირით მიბრძანდება, ბავშვი ფეხით მიჩანჩალებს!" მიატოვა ვირის კეხი, შვილიშვილი ვირზე შესვა და თვითონ კი გაჰყევა ფეხით. დასცინის და არ ასვენებს: „ბერიკაცი ფეხით მიდის, ციცქნა ბალღი ვირს აჭენებს!“ ძირს ჩამოსვა მყისვე ბავშვი: - თურმე ყველა ადამიანს თითო ჭკუა უდევს თავში! ჩემს ჭკუაზე, დინჯად, ნელად, მე რომ ამათ ყური ვუგდო, გადამრევენ უეჭველად! აღარ უგდო არვის ყური, სახედარი წინ გაიგდო, გზა ირჩია ძველებური. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |