კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

სონეტი

შენმა ყაბარჩამ უცხო ქოში ვერ შეითვისა,

დადიხარ მუდამ სუბსარქისში, ჩემო ლამაზო,

ინახავ წუმსა, რომ სიზმრებით შემოიკმაზო,

მაგრამ რად გიყვარს შენ, თათრის ქალს, ხატები სხვისა?


შენი კბილები მძივებია სუბსარქისისა,

თვალი - მაშხალა, ფეხი - ყანწი, ხმა - მუხამბაზი,

შენს დასაპყრობად აღარ მოვა აქ შახაბაზი,

რომ ტკბილი ნუღლით ამოგივსოს მკერდი ქისისა.


როცა გიყურებ, შენი თვალი არ ტოკავს, არ თრთის,

ღვთისმშობლის წინ კი შენ ყვითლდები, ვით დოში თართის, -

ო, შენმა ჩადრმა გული ჩემი ორად გახია.


შევცქერ შენს წარბებს - სახარების წაშლილ სტრიქონებს,

შენ მგოსნებისგან მოგიმზადებ ჩემნაირ მონებს,

და რაც მომივა... დე მოვიდეს, ჩემზე ახია!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

მსგავსი თემები