მოვდივარ, გული მაქვს სიმღერით ავსილი!
(რტოებიც ფოთლებით ივსება)
ხავერდის ხალათი, საყელო გახსნილი,
ჯიბეში პრიმა და ლექსები.
მოვდივარ... ჰაერი ტკბილია თაფლივით...
მოვდივარ... სიცოცხლეს ვაღმერთებ!
მოვდივარ... მხარდამხარ მომყვება აპრილი,
აღმართიც მგონია დაღმართი.
ვახუშტი კოტეტიშვილი - ზოგჯერ ალალი ხდება არამი
მამუკა სალუქვაძე - კვამლი დაფანტული...
ვაჟა-ფშაველა - ამირანი
შალვა აფხაიძე - დადგება ჟამი