კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ალერსით ნათელით, თბილით

ნამტირალ თვალების ნამს

მოაშრობს, აინთვის დილით,

ჩაჰქრება მწუხრისა ჟამს.

კოშმარულ ღამისა მთეველს,

ეკლიან გზითა როს ხვალ

გჯერა, რომ შვებისა მძლეველს

მზე-დედას იხილავ ხვალ...

ტრფობითა ნარნარით, ჩვილი.

მემზევა კაეშნის წამს,

ერთმანეთს შევხდით ჩვენ დილით

განვშორდით მწუხრისა ჟამს...

ფითრდება ღამეცა ბნელი

ამოდის მეუღლე ცისა

იმავე ადგილზე ველი...

ამაოდ!.. არ მოვა ის!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე მაყაშვილი  • • •   კოტე მაყაშვილის პოეზია

მსგავსი თემები