კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რად მიყვარდი, რად გეტრფოდი,

ვნებით გული რად მითრთოდა,

ნეტავ შენგან რას ველოდი, -

რა მინდოდა, რა მინდოდა?!


ვით ფარვანა გევლებოდი,

ლხენით ფრთები მემსხვრეოდა,

მე თვით მიკვირს, რად ვკვდებოდი, -

რა მინდოდა? რა მინდოდა?


ჩემი გულის მოწოდება

სწორ მიზნისკენ მიდიოდა,

რად გიხილე? რად ვიწოდი?

რა მინდოდა? რა მინდოდა?


რად არ მითხარ, თუ იცოდი,

რომ ეგ გული სხვისკენ რბოდა,

რად მომშხამე, რას მერჩოდი? -

რა გინდოდა?! რა გინდოდა?!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

მსგავსი თემები