კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჩემი სურვილნი ქარმა დაფანტა,

ღამე ქალაქში სთესავს ბაცილებს,

მეთამაშება როგორც ინფანტა

და ოთახისკენ ვიღაც მაცილებს.


მთვარის ღიმილი ვარსკვლავებს ათოვს

და მდუმარეა ზეცის სიშორე...

მისი ღალატი სიზმარშიც მახსოვს,

რა ვქნა, გულიდან ვერ მოვიშორე.


ამ ჩვეულებას უკვდავად ვიცავ...

ჩვენს შორის თუმცა დაეშვა ფარდა. 

იმის ორ სახელს მაინც ვიფიცავ,

სხვა არავინ მსურს მე იმის გარდა!

მსგავსი თემები