ოცნებად ვიხდი რაღაც ურთულესს მომყავს ვარსკვლავთან მთები ამალად ღრუბელი ღრუბელს ჩაუჩურჩულებს და საიდუმლოს ღამე დამალავს.
ატამი მაინც გაიკვირტება! მეფის ქალი რომ გლეხმა ითხოვოს, ამაღამ არც ეს გამიკვირდება!
მიმალულია ვარსკვლავთ კრებული და მოსჩანს მთვარე ობოლი ბავშვი, შუა ღამეში მიტოვებული.
ატამი მაინც გაიკვირტება! მეფის ქალი რომ გლეხმა ითხოვოს, ამაღამ არც ეს გამიკვირდება! |