ალბათ, ვარსკვლავმა ეშხი გაგიყო - ეცილებოდი მას ხომ ტოლივით, ნუთუ თბილისი ღირსი არ იყო, ენახე ნაზად თმადათოვლილი.
ყველა ჩვენგანის ცრემლის დენა ხარ, ნუთუ თბილისი არ იყო ღირსი, შენი ახდილი კუბო ენახა.
ვისა აქვს გული დარდის დამტევი, ყველა ჩვენგანის მკერდზე დაეცა მაგ შენი ფერფლის თითო ფანტელი.
და ფრინველების შეწყდა გალობა… შუქურ-ვარსკვლავო, ცის ვარსკვლავებში დაგიწყებს ძებნას შთამომავლობა. |