მიილია ზაფხული, თითქოს არც კი დამდგარა. ისევ თბილა მზის გულზე, მაგრამ მაინც არ კმარა. ქარმა ფოთლად ატარა, ხელისგულზე მომერთვა, მაგრამ მაინც არ კმარა. უქმად როდი გამქრალა. მზე კვლავ სხივებს იკეთებს, მაგრამ მაინც არ კმარა. გამათბო, შემიფარა, ბედიც კარგად მომექცა, მაგრამ მაინც არ კმარა. არც ფოთოლი დამჭკნარა... სარკესავით ელავს დღე, მაგრამ მაინც არ კმარა.
მთარგმნელი:
აი, ზაფხულიც მორჩა, ფერადი სიზმრის დარად, ცაზე მზე ისევ მოსჩანს, ოღონდ ეს აღარ კმარა. ლოდინით არ დამღალა, ბედმა ხელებში მომცა, ოღონდ ეს აღარ კმარა. ხან ტკბილად ხანაც მწარად, და არ მქონია დარდი, ოღონდ ეს აღარ კმარა. ცხოვრებამ ფრთა მაფარა, იღბალი მართლა მქონდა, ოღონდ ეს აღარ კმარა. ფოთლებიც არ დამწვარა, ავდარსაც დარი მოსდევს, ოღონდ ეს აღარ კმარა.
მთარგმნელი: ბესო ხომერიკი |