კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

 

ერთხელ ერთი კვახის ბურდო

ჭადარს ტანზე აუცოცდა.

კენწეროზე მოუარა,

არ ინებდა დაბლა მოცდა,

ოცი დღე რომ შეუსრულდა,

გამოიბა ზადაც კვახი.

- შენ ჭადარო, რა ხნის ხარო? -

შეუძახა ჭადარს მკვახედ.

მე ორასი წლისა გავხდი

ამას წინათ, თუ არ ვცდები.

- ბეჩა! მე კი ოცი დღის ვარ

და შენს წვეროს უკვე ვწვდები.

შე საწყალო, ამდენ ხანში

ვერ მოასწარ გაზრდა მეტად!

აქ ჭადარმა დინჯად უთხრა:

- რას იკვეხი კვახო, ნეტა.

მალე მოვა შემოდგომა,

ქარიშხლებიც გვიდგას ახლო

და საწყალი ვინც იქნება,

აი, მაშინ ვნახოთ, კვახო!

მსგავსი თემები