პაემანზე გაგვიწვიმდა ცას შევხედე ბრაზიანად, მაგრამ იმ დღემ წვიმიანმა ზღვა სიხარულს მაზიარა.
მე მას გვერდზე მივეკარი და ფანტავდა წვიმის წვეთებს უეცარი ნიავქარი.
გული ამივსო მზით, მივაბიჯებდით ერთად წვიმაში ბედნიერების გზით.
კოცნა მივიღე მე ო, დაილოცოს მარადჟამს ის წვიმიანი დღე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |