სიყვარულო, ნიჭო სრულო, წამ ტკბილო და ხანგრძლივ მწარე, ჯერ აკვანო ნეტარების, მერმე კუბოვ და სამარე!
უგზო-უკვლოდ მოარული! სად არს შენი დასაბამი? ან სადა გაქვს დასასრული?
ყველას კი ჰსურს, რომ გემონოს!.. ვინ არის, რომ შენსა სიტკბოს სიცოცხლე არ შეუწონოს?
თუმც არავის არ ახარებ და წამიერ სიტკბოებას საუკუნოდ წაამწარებ,
ცოცხალმა ვით დაგიწუნოს? ვინ არის, რომ იმ ერთს წამში არ გასწირავს საუკუნოს?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |