კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რა ვიღონო, რით ვუშველო იარებს,

ეგ თვალები სულ ჩემს თვალწინ ტრიალებს,

ცრემლი ნამი, რა ვქნა, მე არ მასვენებს,

ლხინის დროსაც ეგ სახე არ მასვენებს.


ვგრძნობ უშენოდ წლები როგორ მაკლდება,

გამიღიმო, მითხარ, რა დაგაკლდება?

არა არა მსურს მოწყენელი გიხილო

ამას მიჯობს, სამარეში მიხილო.


მოხიბლული მაგ შენს თვალით, წამწამით,

განა ვლოთობ, არ იფიქრო ეგ წამით,

დღე ვლოთობ და ღამე დავეხეტები,

მე მიჯნური ღობე-ყორეს ვედები.


ღარიბი ვარ, არ მაქვს ზურმუხტ-ლალები,

სიყვარულით ბედით განაწამები.

სულში ზიხარ, წინ მაქვს შენი თვალები,

დროზე მომკალ, ზედ დამადნე ლალები.

 

ტატოსავით ლექსს ვწერ, არა მწყინდება,

შენზე ფიქრი არასოდეს მომწყინდება.

სულის ვარდო, იცი რა ფაქიზი ხარ,

თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ.

მსგავსი თემები