ვახტანგ VI გახსენება
„ანი, ბანი და განი და” ნეტა რა მინდა, რა მინდა? ან მინდა თავის სიკვდილი, ანდა სხვაიმე რა მინდა! უფრო-რე მინდა ტკივილი - ძმისთვის მომკვდარი ძმა მინდა! ლამაზი ქალის ძუძუზე ცეცხლმოდებული ძნა მინდა! ან კიდევ მინდა... რა მინდა? მზეს მინახები ფრთა მინდა! ძირს დაცემული სასიძო, დაქვრივებული და მინდა! მინდა საყვარლის ქორწილი - შხამის თასების ცლა მინდა, გაწბილებული მორწმუნე - დამორცხვებული ცა მინდა! ან კიდევ მინდა... რა მინდა? ეგებ სხვა არცა-რა მინდა?! მინდა შენ მყავდე ცოცხალი! შენთვის სიკვდილი არ მინდა. ჯერე შენ მოკვდი, მერე მე, რომ ვთქვა სიცოცხლე არ მინდა! „ანი, ბანი და განი და” რანი და მოვაკანი და გასრულდა ყოვლნი წერილი: სახლი და ბანი, კარი და... „ანი, ბანი და განი და” ნეტა რა მინდა, რა მინდა? ან მინდა თავის სიკვდილი, ანდა სხვაიმე-რა მინდა! |