კვამლი დაფანტული მთრთოლვარე ალებით. ჩრდილებში მომწვანო სილურჯე პალმური. შოპენს თუ არჩევენ ყმაწვილი ქალები, საამო მუსიკის ედებათ ალმური.
ჩინური მარაოს ფერთა ფეერია და თვით ფერიებიც, ქვეყნად თუ არიან, მათთვის განკუთვნილი, ეს ბუდუარია.
ტანად შემოსილან კდემით გოგონები და მართლაც ისეთი სუფევს ატმოფერო, რომ თავი თავადაც ზღაპრად გეგონება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |