კესანე, შენი კვნესამე, სევდა შეგატყვე კილოში, - პატარა, მორცხვო ყვავილო, გაზრდილო საინგილოში.
მისთვის შემომკვნესარებ...
ცრემლებით ამოყვანილო, მოდი და ერთად ვიმღეროთ ის ჩვენი ტკბილი «ალილო».
შენთვის სიყვარულს ვკვესავ მე... მაფრქვიე შენი სურნელი, ვარ მარად შენი მსურველი, შენი ამბორის მწყურნები...
მე არ დაგტოვებ, კესანე... კიდევაც გნახავ მრავალჯერ, მეორედაც და მესამედ... კესანევ, შენი კვნესამე, შენთვის სიყვარულს ვკვესავ მე... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |