ლერწამი ხარ, ტბის ასული, ცად ასული, ატყორცნილი, მყინვარი ხარ, საოცნებო, მზის სხივთაგან დაკოცნილი,
ოქროს ქოჩორს გიხუჭუჭებს, ეს მიტომ, რომ ვითა რთვილი მე ვადნები შენსა ტუჩებს.
ჩამომდნარი ცივი... ცივი... ვარსკვლავი ხარ, ცის წიაღით მოწყვეტილი ღვთაებრივი,
ვნების ცეცხლზე რად დამდნარხარ? ეს მიტომ, რომ გმოსავ სხივით, ეს მიტომ, რომ მე მიყვარხარ!... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |