დაღამდა... წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდნენ, დასხდნენ ცაზედა; მთვარე-კი ჯერ არსადა სჩანს, არ დაგვნათოის თავზედა, ჯერ თუ არ გაუღვიძნია ისევ თუ სძინავს მკლავზედა! შემომჯდარს გორის ფხაზედა, სხივნი არ დაუგზავნიან პირის საბანად წყალზედა. დადგომა სწორეს გზაზედა. მთებს ჩაუცვიათ შავები, ჭმუნვით დასცქერენ ხევებსა; უფსკრულს მოარულს დევებსა; ტყისთვისაც ძაძა ჩაუცვამს სიბნელეს დანატევებსა. თრთიან ყვავილი მთებისა, ქოჩორს უვარცხნის ნიავი, დარაჯად დაადგებისა. რად არ ჰყეფს ჯოგი მგლებისა?! წყალი სჩქეფს, ხევი ჩატირის, განა ერთი და ორია: საცა ფერცხალა გორია, ლამაზის მთების ასულთა ხმა ხმისთვის შაუწონია. უფალო, დაუმონია; ამაზე ტურფა და კარგი მე სხვა აღარა მგონია!.. წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ, ყვავილნი - მიწას და მიწა - თავის აღზრდილთა მცენარეთ. პირზე ოფლ-გადმომდინარედ! ეხლა ცა წყნარობს... სოფელსაც გულწყნარად დაეძინება. ცას ჯანღი დაეფინება, შავი ზღვის შავი ვეშაპი პირღია დაგვეღირება, საჭმელად დაგვეპირება. მოჰსქდება ქარი და ღვარი, სდგას ლეწა-მტვრევა ბრძოლისა; დიდი შიშის და ძრწოლისა. მთელი მთა-ბარი იქცევა, მეორ-მოსვლაა სწორედა! მოაქვს და მოსდგამს ყორედა. ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა, ზოგჯერ მქნელია ავისა, ერთფერად მტვირთველი არის საქმის თეთრის და შავისა; იქვე მთხრელია ზვავისა... მაინც-კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ჰყვავისა!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |