კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ატმებთან და ნუშებთან და

წყაროსთან და ნაკადულთან -

გათენდა და გაბრწყინდა და

გამწვანდა და გაზაფხულდა.


მანანებს და მალხაზებს და

ფატმანებს და ფარნავაზებს -

ახარებს და აყვირებს და

ალაღებს და ალამაზებს.


თვალადებს და ტანადებს და

ამაყებს და ახოვანებს -

ამაღლებს და ამხნევებს და

ამღერებს და ახმოვანებს.


ქვეყნებსა და კონტინენტებს,

საზღვრებსა და სატახტოებს -

ამშვიდებს და აზავებს და 

არიგებს და აახლოვებს.


აფრიკა და ამერიკა,

ევროპა და ევრაზია -

ჩემია და შენია და 

ჩვენია და ყველასია.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

მსგავსი თემები