არავის გინდათ ბავშვის გული, ამაყი გული? წაიღეთ ძმებო მომაშორეთ, მე ვეღარ ვუვლი...
რა ბევრი უნდა ამ საწყალს და რა ცოტა ყოფნის.
აიჯაგრება და მგელივით წამოიყმუვლებს.
ვერც ნიღაბ-როლებს, ვერც სიხარბეს ვერ ეგუება.
ვინ ვისი ბატონ-პატრონია, ვინ ვისი ტყვეა.
ცოტახანს უნდა უგულოდ და წყნარად ვიცხოვრო.
სწრაფად გადიან ამ ცხოვრების ფონს და ჭორომებს.
დანაღმული ხარ სიყვარულით და იმედებით.
და მოძმის გულზე, როგორც ნაღმზე, ნუ ავფეთქდებით. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |