კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

 შენთან ვარ - განა შენი ვარ,

 რადა მჩემულობ, ლომო,

 მე შენთან რა დამრჩენი ვარ -

 ძაანაც მოინდომო.

 

 მე სადაც მინდა, იქა ვარ -

 შენ იქნებ მკლავსაც მხვევდე,

 მე კი, ლაღი და თავნება,

 ცხრა მთის გადაღმა ვფრენდე.

 

 მე ჩემი გამკვირვებია:

 ალბათ, გიჟი ვარ, თორემ,

 ჭკვათმყოფი ვინ გაექცევა

 მაგ შენს უნაზეს ტორებს?!

 

 სულ ჩემთვის გაგნათებია 

 შუბლი მკაცრი და ფართო,

 ყოველთვის როდი მიყვარხარ -

 ხშირად მიყვარხარ მარტო.

 

 ოღონდ, როდესაც მიყვარხარ,

 რა სათქმელია ცხრა მთა -

 სხვა პლანეტიდან მოგივალ

 უუსწრაფესად წამთა.

 

 სულერთი არი მანძილი,

 უდროოცა და დროცა -

 მაშინვე შენთან გავჩნდები,

 მომესურვები როცა.

 

 სულმთლად აბუჩად ავიგდებ

 მოუცლელობას, მოცლას,

 მოვალ და მოვისურვილებ

 მაგ შენს გამშოლტველ კოცნას!

მსგავსი თემები