შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე, უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი. მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ, რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს, გაიღოს უცებ სამოთხის კარი - მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...
სად ჯობს - მიწაზე თუ მიწის გარეთ!.. მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი, მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე,
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს... მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით - მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს! სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე. აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! - მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |