ვერ შეითვისე, ჩემო მტანჯველო, ჩემი შენდამი უბიწო ტრფობა, ვერ მიცან კარგად, სატრფოვ-ნაღველო, და გამიმტყუნე იმედი, ნდობა.
სხვას უფეშქაშე, სხვას ტრფობის ალი. მომწყდი! იცოდე, აღარ მიზიდავს ეგ შხამნასხური ზილფი, დალალი.
მომიკალ რწმენა, დამიხშე მთვარე, გამიხმე გულის ქორფა ყვავილი, ჩამკალ, ჩამქოლე, ჩამასამარე!
გიცან, ცბიერო, მაგრამ კი გვიან. აღარ მიყვარხარ! მორჩა! გადაწყდა! თვალნი ამაოდ ცრემლებსა ღვრიან.
ჩემს აზრთა კიდეს ვერ დაემყარე, ახ, რად გემსხვერპლე, მე უბედური, რად შეგიყვარე! რად შეგიყვარე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |