შენი ლანდია ქუჩის გადაღმა და ღრუბლის ტოტი, სველი და მძიმე, და სიჩუმეა, მხოლოდ ხანდახან ვიღაცა აფრთხობს უჩინარ სიმებს. ოდნავ ბრჭყვიალებს გუბე და ღობე, ხეებიც ჩრდილებს იქნევენ ფრთხილად თითქოს მოკლულის ტანსაცმელს ჰყოფენ. რომლის გავლასაც ვერ შევძლებ ახლა სურვილის თოკი, ძველი და ცალფა, ვერ აიზიდავს ჩემს სხეულს მაღლა. ჩემს თავშესაფარს რქმევია სორო, შიში რქმევია ჩემს სიჭკვიანეს, ცა ტერფის ჩრდილი ყოფილა მხოლოდ. ყალბი ღიმილი ალპება პირზე, და ასახიჩრებს ბლაგვი ცულივით შენს განათებულ მხრებსა და კისერს. ისევ ამაოდ აღვიძებ გრძნობებს, რადგან ჩვენს შორის ღმერთი წევს მკვდარი და არა მხოლოდ გუბე და ღობე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |