ცხოვრება ნათლის და ბნელის თამაშია, ბნელში შენ მიძღოდი, როგორც ნათლის სვეტი, სხვისი შესაშური მე რა გამაჩნია - შენი მშვენების და ერთგულების მეტი.
ალბათ ვერ შევძლებდი ამდენის ატანას, შურმა შენს სიკეთეს დიდხანს უტრიალა, ნაკლი ვერ უპოვა პატარაც.
რწმენა ვერ წაგართვეს მორწმუნეს, შენი ერთგულების ციხე არ გატყდა, ვერაფრით შენი თავი ვერ გამიორგულეს.
შენს იქით, უშენოდ, რადგან შენი ერთგულება გალავნად მარტყია, შენი სიყვარული გვირგვინად მადგას.
ნუ შეუშინდები შენს სამტროდ აშლილებს, შურიც უძლურია, ღვარძლიც უძლურია, სიკვდილი? - მოვიდეს, მე არც ის მაშინებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |