ამბობენ, თითქოს სიყვარულს ეშხი წაუშალაო დინებამ ჟამთა, ამბობენ, მაგრამ არასდროს ჩვენში სხვათა ნაფიქრი, ნათქვამი არ თქვა.
აკვანში მერცხლის გვსმენია ლოცვა როგორც ხის ფესვებს იანვრის სუსხმა ვერრა დაგავაკლო ჭაღარის მოსვლამ.
ჩვენ შორის ფხიზლობს მესამე ვიღაც და მისი შიშით ჭირში თუ ლხინში სასიყვარულოს ვერ მაწვდენ სიტყვას.
ვერ მოგიტანა ბარათი ქარმა, და ვიცი, ვიცი, ჩამივლის ცუდად უძილო ნატვრით ღამეთა პარვა.
განწირულ ძახილს მიაპყრო სმენა, შორიდან ყური დამიგდეთ დაღლილს, ეგებ გამიგო, მაღირსო შველა.
გულისხმას იცნობს გულისხმა შენი, ნუგეშის შუქი გაჩნდება ცაზე და ყრუ დუმილის განიხვნის ბჭენი.
ამიჯანყდება მოყვასი ყველა დაგარისხდება თავზარად, მეხად გულების წყრომა, თვალების ელვა.
გამდნარა თოვლი - მარილი ზამთრის და როგორც ძველად და როგორც შარშან, ჩვენ შორის კვამლი და ქარი დაჰქრის |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |