კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მე შენმა ეშხმა ადრევ დამშალა:

ამ თეთრ მთებს შემრთო ნაწილ-ნაწილად;

ეს მე ვარ: ცაზე ღრუბლის თავშალი,

მე ვარ: სალი რომ ცაში აწვდილა...


მე ვარ: გორზე რომ ლოცულობს ნისლი,

ღამის სიჩუმე - ჩემი ფიქრია...

წყაროა: ჩემი ცრემლი და სისხლი,

თმა არის: კლდეს რომ ქუჩი მიჰკვრია...


ჩემი გულია: ქვაი ფიქალი

მთების უბეში დაბორკებული,

ჩემი ლექსია: მთების გრიგალი

შენი სურვილით აბორგებული...


მე მთის სული ვარ: - ყოვლის მცნობელი,

გეძახი გულით, განა გესლითა.

რა ბრმა ხარ, რა ყრუ, რა უგრძნობელი: -

ვერ მხედავ, ვერ მცნობ, არა გესმის რა...


მე შენთვის სევდამ ესდენ დამავსო,

ღილღოს მთებს შემრთო ნაწილ-ნაწილად...

გამიგე, მიგრძნე, მზექალ, ლამაზო, -

ისევ მაქციე სოფლელ ყმაწვილად!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გაბრიელ ჯაბუშანური  • • •  გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია

მსგავსი თემები