„შენზე ამბობენ: კუშტიაო ამპარტავანი და გიწოდებენ უკარებელს, თავკერძს და ტრაბახს; მე კი მორცხვი ვარ! ვაქებ ტფილისს, სალაყბოს, ყაბახს და მხიბლავ ნუში. აშპაშხანა. მკერდის მტევანი. შენ თუ უაილდთან ღრუბლებში გაქვს ვარდის სევანი. და მზის მისამართს აწერ ხოლმე სიოს მუშაბახს, მე ვეტრფი კინტოს - ატმით სავსე დატვირთულ თაბახს; შენ სრულობა გსურს? მე მსურს მქონდეს ნაკლულოვანი. ჩვენ ვერ გაგვიგეს! ვერც დაგვღალა ამგვარ ჯირითმა. მაგრამ ჩვენს შემდგომ, - როს ჩვენ ორნი დავიხოცებით, მოიგონებენ ჩვეს სახელსა მზივ-გაოცებით! სხვა პოეტებში ამღერდება, მწამს, ჩვენი რითმა. – და ვინ ისურვებს, რომ იხილოს მგოსნის დამარი: მას, ალბათ, საზღვრად უნდა ჰქონდეს ჩვენი სამარი.“ |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |