როგორ მიყვარდი... უსიტყვოდ მტოვებ, ... უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა, მე უშენობა რომ არ შემეძლო, შენ სწორედ ამან გაგათამამა.
ისევ თუ მინდა შენი დანახვა, შენი სიტყვები.... "ო რა კარგი ხარ..." ახლა სადა ხარ, ახლა სადა ხარ?..
თითების სითბო, შენი თითების, ო, ის აპრილი... იმ აპრილს თითქოს კიდევ გპირდები... კიდევ გპირდები...
...რისთვის ვიხსენებ იმავე გრძნობას, რომ შემაყარა შენმა დალალმა, და სიყვარულმა კი არა მხოლოდ, შენ გაზაფხულმაც გაგათამამა. |