კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თვალები - ორი ცოცხალი მხეცი:

მშვიდი და შმაგი, ნაზი და მკაცრი...

და შემოსილი ლამაზი ბეწვით,

მოდიხარ და მეც ბეწვის ქურქს მაცმევ.


ჩვენ ვკბენთ ერთმანეთს, ვეხვევით, ვიბრძვით,

სიკვდილს დავეძებთ ხარბი თვალებით,

და შემოსილი ლამაზი ბეწვით

ერთმანეთს ვერსად დავემალებით.


ვეძებდით მუდამ და ახლაც ვეძებთ

ვებრძოდით მუდამ და ახლაც ვებრძვით,

ერთმანეთს, - ორი ლამაზი მხეცი,

ორი ნადირი მოსილი ბეწვით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჩხენკელი  • • •   თამაზ ჩხენკელის პოეზია

მსგავსი თემები