სარკმელზე მთვარე ჰკიდია თაღებს, არ იგვიანებს არასდროს ბინდი, სემირამიდას დაკიდულ ბაღებს თუ დაიჯერებ მე თავად ვქმნიდი.
თან დამყვებოდა ნერონის ლანდი ღმერთო, ვინ იცის რამდენი ომი გამოვიგონე რაც ქვეყნად გავჩნდი.
და ვხარხარებდი ტკივილთა გამო ბოროტს არასდროს უჩანდა კუდი, ღიმილი ჰქონდა საოცრად ამო.
და მივუჩინე იუდა ავად კაცობრიობა რასაც კი იტევს მინდა გაიგოთ მე ვქმნიდი თავად.
ზეთსხილის რტოს მოგიტანს მტრედი, მე დავამარცხე ყველა მტარვალი და სიკვდილის წინ ვამღერე გედი.
და დამიღამდა ვატყობ ძალიან, სიკეთე უკვე გავცვალე ვალში აღარაფრისთვის აღარ მცალია.
არ იგვიანებს არასდროს ბინდი, მე არა მარტო დაკიდულ ბაღებს, რასაც მინდოდა სულ იმას ვქმნიდი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |