პოეზია - ფასადებს, პოეზია - ვიტრინებს, რეკლამების ფასადი ღამეს მიახრიგინებს.
ზღაპრულია ვიტრინა, ქურქეული ასამდე წავია თუ თრითინა.
მანეკენებს - ფარჩეული, მანეკენებს საჩუქრები, სულ არჩეულ-დარჩეული.
რთულია ანდა გარედან ჭრელია, შიგნიდან სადა.
მიმტყუნა გეშმა, გარედან წმინდანი, შიგნიდან ეშმა.
პოეზია - ვიტრინაში, როგორც ავგაროზი: - ტირაჟი! - ტირაჟი!
სულ გინდა უყურო, გარედან ძელქვაა, შიგნიდან - ფუღურო.
შიგნიდან - ჯუჯა. გარედან ბევრი, შიგ - ერთი მუჭა.
მიდი, ნატერფალებს ეამბორე.
ქართული ანდაზით: გარეთ ატლასი, შიგნით ათასი.
შიგნითაც სიმართლე, - ატლასი! - ატლასი! - ათასი! - ათასი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |