ღამით გათანგული და გაბრუებული გამოვალ უქუდო ფაფარგაჩეჩილი, ამეკვიატება რაღაც უნებური ფიქრი და ვიცი რომ არ ვარ შეშლილი.
სიცოცხლემოცარულ მხატვართა ხვედრია, ვაითუ მოძველდა, რაც მედიადება და გზები ხელახლა გადასახედია.
გადათეთრებული, გამოუგზავნელი, მომავალ ახალი წელივით მომელის გარდაუვალობის გზა მოუსავლელი.
რომელიც მეგონა ვარამში მიხსნიდა, ზედმეტი ტკივილი ამოიშანთება, ამოიწრიტება ბალღამი სისხლიდან.
სად მოვინანიო ან რომელ საყდარში, თუ ღმერთი არა მწამს და ხატიც დავხიე და მინდა წიგნივით ჩაჯდომა სხვა ყდაში.
რომელიც ფიცხია და გასახედნია და ღამეს მწვერვალზე შევძახებ მთვარიანს: - შეხედე რა კარგი გადასახედია!
უკუღმა წუთებად გადასათვლელია და უღელტეხილი - ცხოვრების აღმართი თავიდან, ხელახლა გადასასვლელია.
როდის ჩაიცვამენ შეღებილ ტანსაცმელს, ასევე მოველი სიცოცხლის დასასრულს და შენთნ ხელახლა შეხვედრის განსაცდელს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |