დაუშვათ ერთ წამს, - შენ გახდე ჩემი, ვთქვათ - შენ ცოლი და მე კიდე ქმარი ვთქვათ, რომ მომეგო მაგიერ გვემის სინაზისა და ღიმილის ღვარი.
ვთქვათ - ჩემს ოცნებას და ფიქრს მიმწიე, (არა, ასეთი ბედნიერება ვით შეიძლება ერგოს მიწიერს!)
გვერდზე დამიდგე მეუღლე რიდით, მწამს, ზეციერსაც არ ეღირსება ბედნიერება ესოდენ დიდი.
მე სხვას მოვძევ და შენ სხვა მოძიე, რადგან ასეთი ბედნიერება არ შეიძლება ერგოს ხორციელს. |