ამ დღემაც ისე ჩაიარა უხმოდ, უბრალოდ, სულში დატოვა ღრმა იარა გაჰქრა უკვალოდ. ვერ შეველიე საწუთროზე დღითი-დღე ჩივილს, წლები მიდიან ემატება ტკივილი ტკივილს. გაჰქრა მზის სხივიც, სულის სიღრმეში ბინდისფერი ყორანი ყივის. უფალო მიხსენ, კვლავ ამინთე გულში სანთელი და სულს მომფინე შორეული სივრცის ნათელი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |