კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სათავე - ქალი!

წყაროსთვალი! -

ნაბიჯი, კვალი!

... ცეცხლში,

ღადარში,

ნაკვერჩხალში,

ნაცარშიც - ქალი!


სუყველგან ქალი,

ყველაფერში -

ქალი და

ქალი!!!


სიზმარში - ქალი!

ცხადშიც - ქალი!

ნებით თუ ძალით

გრიგალში - ქალი!

ქარში - ქალი!

წვიმაში - ქალი!


ქალი ვით მზე და

ქალი ვით მთვარე,

ქალი ვით სევდა,

ტკბილიც და მწარეც.

საწამლავი და

წამალი ერთად,

სინანული და

სინათლე დღეთა, -


თრთვილი და თრთოლა,

რკინა და რვალი, -

ოღონდაც ქალი!

ოღონდა ქალი!!!


ქალი ვით ზღვა და

ქალი ვით ქნარი, -

ფიქრი და ფარდა,

ცრემლი და ზარი!


ქალი - ვარდი და

ქალი - ეკალი,

ქალი - მადლი და

ქალი - სპეკალი!


ქალი, ვით ვალი

გადაუხდელი, -

სუფრა!

სინდისი!

სითბო!

ჭურჭელი!

ციხე-სიმაგრე

აუღებელი! -

ფუძე!

აკვანი!

სვეტი!

კედელი!

გულმეცნიერი და

შორსმჭვრეტელი!


ქალი - და!

- დედა!

- მიჯნური!

- ძიძა! -

ტირიფი, არყი,

ია და ნუში...


და ბოლოს, მიწა,

ქალი,

რომელიც

ყველას ალერსით

გვიხუტებს გულში!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები