კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დაღებულია ყველა ღარი,

დაიძრა ლავა,

ჩამოსულია ღამის სტუმარი,

დილით არ წავა.


წითლად წითლდება დაბზარული

წაბლის კარები,

მღვიმე პირს აღებს, ახლოვდება

ცოდვის ზარები;


გამხმარ მიწამდე ეშვებიან

კრეტსაბმელები;

ლამპრის შუშებზე აღარ ჩანან

დედის ხელები...


ხეები ხეებს ეხეთქება კრონას

ფხაჭურით,

შემოსასვლელი ხმოვანდება ცრუ

კრინ-მანჭულით.


გამოქვაბული გამიღებეს ბნელი

ფერებით,

ჟღალი ხარები ჩამოფხიკეს

იმ სიმღერებით;


ვაკაკუნებ და კარს არ მიღებს

ავი მოკეთე,

დილა პირს იბანს, - ფიქრი მაინც

გამომიკეთე!...


ჟანგის ჟრჟიალი ახლოვდება,

თავს მესხმის რეტი -

წითელი ხარი აღარაა

პრიორიტეტი.


ავე მარია, მოვიდა ლავა,

გაიხსნა რაბი,

მეტადრე გვიან მაქეთკენ მავალს,

მეწყალვი, რაბი!

მსგავსი თემები