უცებ შედედდა საცობი, მოულოდნელი საცობი, ყოველთვის მოულოდნელი და ძნელად გამოსაცნობი.
ახლა სიგნალი კი არა, სირენაც ვეღარ გიშველის.
რა ძალით შემოეტენე, შეიძლებოდა ფეხითაც.
შეიძლებოდა ხვალაც და შეიძლებოდა გუშინაც.
ასედაც შეიძლება და ისედაც შეიძლებოდა.
გამწყრალი მამაკაცები მონათლა ვაჟკაცუნებად.
ვეღარ ვეტევით, ბატონო, თუ არ მოვკურცხლეთ მთვარისკენ.
ვუსაყვედურო: ვინ დასვა მატრიარქატი საჭესთან?
შეხედე: როგორ უხდება ჯიპი ერკეთის მონაზონს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |