აქა-იქ და ხე-და-ხე ილანდება ცა და ცა, ასულს ჰგვანან ძე და ძე, ძმას ნატრობენ და და და.
სადაც არის რუ და რუ, – სადაცაა, ჰა და ჰა, მიაღწევენ კუ და კუ.
მექალთანე, მედამე, წიწკვი გაამადამა, ამიტომაც ვედავე.
დასტური და ჰო და ჰო, ბალანჩინის პა და პა მომწონს, როგორც პო და პო.
მახსოვს მესტამბეთა ბე, ეჭვმა გამაქადაგა: გაგვაორა მე და მე.
რითმამ, პური მაჭამა, დავასრულე, ჰა და ჰა, ჩემი ანტიმაჯამა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |