იქნებ, ყოფნა არც კი ღირდეს ჩირად,
დროს თუ ვეღარ ამოუხვალ ვალში;
მოვა ჟამი, გაუყვები გვირაბს
გარდაუვალ უსასრულობაში.
... გზას მიჰყვები, ნათელია სულში,
ვერ იცილებ ტუჩზე მწარე ღიმილს
და ღალატით ასჯერ დაჭრილ გულში
არყოფნის მზე გააყუჩებს ტკივილს.
ვალერიან გაფრინდაშვილი - პირველი თოვლი
ვახტანგ ჯავახაძე - ამ ხეს...
შოთა ჩანტლაძე - გულანშარო
შოთა ნიშნიანიძე - მატარებლები და პოეტები